“ALL-P” ჯგუფში პირველადი პროექტის მიზანს წარმოადგენდა: ორგანიზაციული განვითარება, ჰოლდინგური სტრუქტურის ჩამოყალიბება და თანამედროვე მართვის სისტემების დანერგვა. პროექტის კონცეპტუალური ფაზის დასრულების შედეგად, შემუშავებული კონცეპტი ჩვენი აქტიური ჩართულობითა და ორგანიზებით დაინერგა. ამ ეტაპზე აქტიურად ვართ ჩართულები კომპანიის სტრატეგიულ მართვასა და ახალი მიმართულებების განვითარებაში.