პროექტის მიზანი იყო: ორგანიზაციის დამფუძნებელთან და ტოპ მენეჯმენტთან ერთად გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის, განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციული სტრუქტურის, “KPI” და სამოტივაციო სისტემის შემუშავება.
მიმდინარე
დასრულებული
პროექტის მიმდინარეობა
01
დიაგნოსტიკა
ორგანიზაციული სტრუქტურის, შიდა რესურსების და შესაძლებლობების ანალიზი
02
ბაზრის პოტენციალის დადგენა
სეგმენტაცია, მიზნობრივი ჯგუფის, კონკურენტების ანალიზი, ბაზრის პოტენციალის
03
სტრატეგია
მმართველ გუნდთან ერთად ორგანიზაციის გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავება
06
რეპორტინგი
შემუშავებული ინდიკატორების ბაზაზე რეპორტინგის სისტემის განვითარება
05
ინდიკატორები
ინდიკატორების, შეფასების და სამოტივაციო სისტემის განვითარება
04
ბიზნეს გეგმა
ბიზნეს გეგმის შედგენა და სცენარების/სენსიტიურობის ანალიზის განხორციელება
შედეგად:
ორგანიზაციას აქვს მმართველ გუნდთან შეთანხმებული და მკაფიოდ ჩამოყალიბებული გრძელვადიანი სტრატეგია. სტრატეგიული მიზნები კონკრეტული ვადებითა და პასუხისმგებელი პირებით ასახულია სამოქმედი გეგმაში;
თითოეულმა თანამშრომელმა იცის, თუ რა არის მისი საქმიანობის მიზანი და გააზრებული აქვს, რომ დასახული მიზანი არა აბსტრაქტული, არამედ ციფრებში გაზომვადია;
ორგანიზაციის სტრატეგიული და თანამშრომელთა ინდივიდუალური მიზნები ერთმანეთთან თანხვედრაშია;
შემუშავებულია ორგანიზაციული სახელმძღვანელო, რომელიც დეტალურად აღწერს თანამშრომელთა საქმიანობებს.