პროექტის მიზანს წარმოადგენს: კომპანია CMC-ის სტრატეგიული, პროცესუალური და ორგანიზაციული მართვის გაუმჯობესება, ეფექტიანი და კომპანიაზე მორგებული მართვის სისტემების განვითარება.
მიმდინარე
დასრულებული
პროექტის მიმდინარეობა
01
დიაგნოსტიკა
ორგანიზაციული სტრუქტურის, შიდა რესურსების/შესაძლებლობების ანალიზი და დიაგნოსტიკა
02
ბაზრის
ანალიზი
გარე ფაქტორების, კონკურენციისა და ინოვაციების ანალიზი
03
სტრატეგია
მმართველ გუნდთან ერთად კორპორატიული სტრატეგიის შემუშავება
06
KPI და სამოტივაციო სისტემა
მმართველი პოზიციებისთვის KPI და სამოტივაციო სისტემის შემუშავება
05
ბიზნეს
პროცესები
AS IS პროცესების ანალიზი, ოპტიმიზაცია და TO BE პროცესების მოდელირება
04
ორგანიზაციული
სტრუქტურა
ორგანიზაციული სტრუქტურის ოპტიმიზაცია, ორგანიზაციული სახელმძღვანელო
07
იმპლემენტაცია
დანერგვის ფაზის კოორდინაცია და ცვლილებების მართვა
შედეგად:
შემუშავდება მიზნობრივი ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც მიმართულია კომპანიაში არსებული გამოწვევების დაძლევისა და ეფექტიანობის ზრდისკენ;
გაწერილი და ოპტიმიზირებული იქნება სამი საკვანძო ბიზნეს პროცესი და შემუშავებული იქნება პროცესის დანერგვისთვის საჭირო სამოქმედო გეგმა;
დანერგილი იქნება ინდიკატორების, შეფასების, კონტროლის და რეპორტინგის სისტემა, რომელიც კომპანიის მმართველ გუნდს საშუალებას მიცემს, თანამშრომლის საქმიანობა გახადოს გაზომვადი და ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების მიღწევაზე ორიენტირებული.