HR სისტემის განვითარება
სწორად მოძიებული, განვითარებული და გადანაწილებული ადამიანური რესურსი, კომპანიის მდგრადი განვითარების გარანტია. ჩვენ გთავაზობთ ადამიანური რესურსების განვითარებისა და მართვის ეფექტურ პროცეს, რომელიც შედგება რამდენიმე ეტაპისაგან:

პირველი ეტაპი: კომპანიის შიდა ანალიზი
  • კომპანიის არსებული სერვისების და ტექნიკური შესაძლებლობების შესწავლა
  • კომპანიის პარტნიორებზე, გაყიდვებზე, რესურსზებზე ინფორმაციის მიღება
  • კომპანიისთვის მფლობელების მიერ დასახული სტრატეგიული ამოცანების გაცნობა
  • თანამშომელთა შეფასება შემუშავებული საკვალიფიკაციო კრიტერიუმების მიხედვით

მეორე ეტაპი: კანდიდატის მოძიება
  • პოზიციის აღწერა
  • გასაუბრებების ჩატარება და სასურველი კანდიდატის მოძიება
  • მოძიებული კანდიდატების წარდგენა ხელმძღვანელისათვის, შესაჩევად.

მესამე ეტაპი: HR დოკუმენტაციის შემუშავება
  • არსებული შრომითი ხელშეკრულებებისა და თანდართული დოკუმენტაციის ანალიზი
  • ოპტიმირების პოტენციალის იდენტიფიცირება და რეკომენდაციის შემუშავება
  • დოკუმენტაციის შემუშავება ანალიზისა და რეკომენდაციების მიხედვით

შედეგად კომპანიისათვის შეირჩევა კანდიდატი, გაიცემა ორგანიზაციის ოპტიმირების რეკომენდაცია და შემუშავდება ორგანიზაციის ოპტიმირების გეგმა, კომპანიას გადაეცემა თანამშრომელთა შეფასების შედეგები და HR დოკუმენტაცია.

თქვენი წარმატება, ჩვენი მისიაა