პროცესების ოპტიმირება & მართვა
ორგანიზაცია ცოცხალი ორგანიზმია, ზრდასათან ერთად იცვლება ოპერატიული პროცესებიც. იმისთვის რომ კომპანიამ შეუფერხებლად განაგრძოს განვითარება, საჭიროა პროცესების პერმანენტული შეფასება და ოპტიმირება.

ჩვენ გთავაზოვთ თქვენს ორგანიზაციაში არსებული ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებას და მათი ეფექტიანი მართვის სისტემის შემუშავებასა და დანერგვას.

ბიზნეს პროცესების ოპტიმირება და მართვის ჩვენს მიერ შემოთავაზებული მომსახურება, რამდენიმე ეტაპისაგან შედგება:

პირველი ეტაპი: არსებული პროცესების ეფექტურობის ანალიზი
  • არსებული პროცესების, პროცედურებისა და მათთან დაკავშირებული დოკუმენტაციის იდენტიფიცირება და დოკუმენტირება
  • პროცესების შეფასება და ანალიზი
  • არსებული რესურსების შეფასება და ანალიზი
მეორე ეტაპი: პროცედურული რისკების გამოვლენა და ანალიზი
  • მიმდინარე და შესაძლო რისკების გამოვლენა
  • რისკების შეფასება და პრიორიზირება
  • აღმოჩენილი რისკების აღმოფხვრისათვის სტრატეგიის შემუშავება და შესრულების კონტროლი
მესამე ეტაპი: ახალი ოპტიმირებული პროცესების გაწერა და ორგანიზაციულ სტრუქტურებში დანერგვა
  • ოპტიმირებული პროცესების გაწერა სამ დონეზე: სტრატეგიული, ოპერატიული და ტექნიკური
  • პროცესების დოკუმენტირება / სისტემატიზირება
  • პროცესების დანერგვა თანამშრომელთა სწავლებისა ტექნიკური უზრუნვეყოფის გზით
  • ოპტიმირებული პროცესების შესრულების მონიტორინგი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა ორგანიზაციამ მიღოს მაქსიმალური შედეგი ოპტიმირებული პროცესების მეშვეობით. ამისათვის ჩვენი ექსპერტები შეიმუშავებენ კონტროლის მექანიზმებს, რათა მოხდეს პროცესების იმ ფორმით განხორციელება რაც უზრუნველყოფს თქვენი საქმიანობის წარმატებას.

თქვენი წარმატება, ჩვენი მისიაა