დამფუძნებლების მისალმება
რატომ ბრუნდებით საქართველოში?! აქ თქვენს ცოდნასა და გამოცდილებას არავინ დააფასებს, არ გაიზიარებენ თქვენს ფასეულობებს, ხედვებსა და მიდგომებს! ამ სკეფტიციზმმა და წარმოჩენილმა რისკებმა უფრო გაგვაძლიერა და დარწმუმებულებმა საკუთარ ძალებში მარტივად მივიღეთ გერმანიიდან საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება.

2016 წელს დავაფუძეთ C-team management consulting-ი, რომლის მთავრ მიზანს საქართველოში არსებული კომპანიების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

ჩვენი მთავრი ძალა არის რწმენა ჩვენს შესაძლებლობებში სისტემური და მოგების მაქსიმირებაზე ორიენტირებული ცვლილებები განვახორციელოთ ორგანიზაციებში და შევუსაბამოთ მათი საქმიანობა თანამედროვე და განვითარებულ ქვეყნებში აღიარებულ სტანდარტებს. ამაში გერმანიაში მიღებული განათლება და სხვადასვხა სფეროში 14 წლიანი წარმატებული სამუშაო გამოცდილება გვეხმარება.

ჩვენ გვაქვს ამბიცია დავაწესოთ მაღალი ევროპული სტანდარტის მომსახურების ხარისხი საქართველოს ბაზარზე. ამისათვის ჩვენ და ჩვენი გუნდის თითოეული წევრი მზად არის მთელი რესურსით ჩაებას საქმიანობაში და აჩვენოს საუკეთესო შედეგი.

თითოეული კომპანია, რომელთანაც ვთანამშრომლობთ არ განიხილება როგორც მოკლევადიანი პროექტი, ან სწრაფი შემოსავლის წყარო. ჩვენ არ გვაქვს სტანდარტული გადაწყვეტილებები, არამედ ინდივიდუალურად შემუშავებული და მორგებული სამოქმედო გეგმა და სტრატეგია. აქტიურად ვმონაწილეობთ კომპანიების განვითარების პროცესში და ნებისმიერი წარმოშობილი პრობლემის შემთხვევაში ვახდეთ მყისიერ რეაგირებას. შესაბამისად ჩვენ არ მივიჩნევთ მათ კლიენტებად, არმედ გრძელვადიან პარტნიორებად. ვიზრდებით, ვვითარდებით და ვაღწევთ წარმატებას მათთან ერთად.

მოხარული ვართ, რომ ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს. გაიცანით C-team management consulting-ის გუნდი და მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი მომსახურებების, პარტნიორების, მიმდინარე და დასრულებულ პროექტების შესახებ.

იმედი გვაქვს ჩვენი თანამშრომლობა შედგება და თქვენი სახით შევიძენთ ახალ პარტნიორს, რადგან

თქვენი წარმატება, ჩვენი მისიაა!

პატივისცემით,

C-team management consulting-ის დამფუძნებელი პარტნიორები

სალომე არღვლიანი და დავით ქარდავა
06.05.2018