ბიზნეს პროცესების მართვის (BPM) სისტემის დანერგვით, ჩვენ ვუზრუნველყოფთ ბიზნეს პროცესების მაქსიმალურ ეფექტიანობას, რაც საშუალებას აძლევს კომპანიას გაიძლიეროს პოზიციები ბაზარზე და გაზარდოს კონკურენტული უპირატესობა.

კომპანიას მხოლოდ მაშინ შეუძლია საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება, როდესაც ძირითადი პროცესების ოპტიმალურად და ეფექტიანად მიმდინარეობა უზრუნველყოფილია. აგრეთვე, მნიშვნელოვანია ორგანიზაციაში დანერგილი იყოს პროცესების მუდმივი ოპტიმიზაციის ეფექტიანი ციკლი (PDCA Cycle). BPM-პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე კომპანიის თანამშრომლებთან ერთად ვქმნით კომპანიის პროცესუალურ რუკას, საიდანაც ვარჩევთ იმ ძირითად პროცესებს, რომლის ოპტიმიზაციაზეც პროექტის ფარგლებში ვიმუშავებთ. ამორჩეულ ბიზნეს პროცესებს ავღწერთ არსებულ „AS IS“ ფორმატში, შემდეგ კი ვიწყებთ კონკრეტული პროცესის მფლობელებთან ერთად, ინტენსიურ მუშაობას, ოპტიმიზაციის პოტენციალებისა და საჭირო ცვლილებების გამოსავლენად. მმართველ რგოლთან ერთად განიხილება თითოეულ პროცესთან დაკავშირებული საჭირო ცვლილება, რის შედეგადაც ვახდენთ ოპტიმალური „TO BE“ პროცესების მოდელირებას. პროექტის ფარგლებში იქმნება და პროცესში ინტეგრირდება გაუმჯობესებული პროცესების დანერგვისთვის საჭირო ფორმატები, შიდა აუდიტისთვის განკუთვნილი საკონტროლო პუნქტები, ჩეკლისტები და დეტალური პროცედურები. ტარდება ინდივიდუალური ტრენინგები პროცესების მფლობელებთან და ფოკუს ჯგუფებთან, რაც უმარტივებს თანამშრომლებს ახალი პროცესის ათვისებასა და განხორციელებას.