რეორგანიზაციის პროცესში კომპანიებს ვეხმარებით ეფექტიანი და სტრატეგიული მიზნების მიღწევაზე ორიენტირებული ორგანიზაციული სტრუქტურის შექმნაში.

ორგანიზაციის რესტრუქტურიზაციისას პირველ ეტაპზე ვაანალიზებთ კომპანიის თანამშრომლების დროითი რესურსის გადანაწილებას მათ მიერ რეალურად განხორციელებულ ფუნქციებზე. ფასდება: რამდენად მკაფიოდ არის პასუხისმგებლობები გამიჯნული ორგანიზაციაში? რამდენად დაცულია დელეგირებისა და სუბორდინაციის პრინციპები? რამდენად ელიმინირებულია პარალერული და დუბლირებული საქმიანობები? ხომ არ არის შესაძლებელი გარკვეული ფუნქციების „თანაზიარ სერვისებად“ ცენტრალიზირება? სად არის საჭირო ფუნქციების, პასუხისმგებლობების და უფლებამოსილებების დეცენტრალურ ორგანიზაციულ ერთეულებში გაძლიერება?
დიაგნოსტიკის ფაზის და კომპანიის სტრატეგიული მიზნების საფუძველზე იქმნება მიზნობრივი ორგანიზაციული სტრუქტურის რამდენიმე ვერსია. კომპანიის მმართველ რგოლთან ერთად განვიხილავთ და ვაფასებთ ჩვენს მიერ შემუშავებული ვერსიების დადებით თუ უარყოფით მხარეებს და ვირჩევთ კომპანიისთვის ოპტიმალურ ვარიანტს. მიზნობრივი ორგანიზაციული სტრუქტურის დანერგვის მიზნით, ვქმნით ორგანიზაციულ სახელმძღვანელოს და ცვლილებების მართვის დეტალურ სამოქმედო გეგმას, რაც დაეხმარება თანამშრომელს გაანალიზოს საკუთარი როლი ახალ ორგანიზაციულ სტრუქტურაში.
რეორგანიზაციის პროცესში გადამწყვეტ როლს თამაშობს შიდა კომუნიკაციის სწორი მართვა, რა თქმა უნდა, აღნიშნული ცვლილებების მართვაში, ჩვენი გუნდიც მაქსიმალურად ჩართულია.