ჩვენი ისტორია

“C-Team Management Consulting”-ი 2016 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ევროპის ბიზნეს საკონსულტაციო სფეროში მრავალწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, კომპანიის დამფუძნებელი, დავით ქარდავა, საქართველოში ერთი მიზნით დაბრუნდა: ჩამოეტანა მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება და დახმარებოდა ქართულ კომპანიებს საერთაშორისოდ აღიარებული, თანამედროვე სტანდარტებისა და ინოვაციური მართვის მოდელების დანერგვაში.

დავითმა მიზნად დაისახა შეეკრა გუნდი, რომელიც გაიზიარებდა მის ხედვებსა და ღირებულებებს. ხანგრძლივი ძიების შემდეგ დააკომპლექტა გუნდი, რომელიც შედგებოდა მსგავსი გამოცდილებისა და სულისკვეთების მქონე წევრებისაგან. ევროპასა და ამერიკაში წარმატებული კარიერის მიუხედავად, ახალი გუნდის წევრებმაც ამჯობინეს დაგროვილი ცოდნის გასაზიარებლად საქართველოში დაბრუნება. სწორედ გუნდის ამ ღირებულებების, გამოცდილებისა და შემართების შედეგად შეძლო კომპანიამ მოკლე დროში ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მენეჯმენტ-კონსალტინგი ჯერ კიდევ უცხო მცნება იყო და ქართულ კომპანიებს არ ჰქონდათ გააზრებული შეთავაზებული სერვისების მნიშვნელობა, „სითიმმა“, დაუღალავი შრომის შედეგად, შეძლო ეჩვენებინა კომპანიებისთვის ინოვაციური მართვის ინსტრუმენტებისა და მეთოდების დანერგვის აუცილებლობა. შედეგად, „სითიმმა“ წამატებით განახორციელა საქართველოს წამყვან ორგანიზაციებში სტრატეგიული, სტრუქტურული და საოპერაციო პროექტები.

გასული წლების განმავლობაში, მიუხედავად მრავალი წინაღობისა და პანდემიური ვითარებისა, „სითიმის“ განვითარება და წინსვლა არ შეჩერებულა. კომპანია იზრდება, ძლიერდება და  აგრძელებს დასახული მიზნების განხორციელებას. ეხმარება კომპანიებს მდგრად განვითარებასა და წინსვლაში, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დანერგვასა და მოგების მაქსიმიზაციაში.  „სითიმი“ გამოირჩევა, არასტანდარტული მიდგომებით და თითოეული პროექტისთვის,  ინდივიდუალურად ადგენს სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას.

ჩვენი გუნდი, პარტნიორი კომპანიის თანამშრომლებთან ერთად, ინტენსიურად არის ჩართული ცვლილებების მართვის პროცესში და მაქსიმალურად ეხმარება მათ დასახული მიზნების მიღწევაში. სწორედ ამ მიდგომაზეა დამყარებული ჩვენი კომპანიის სლოგანი: „თქვენი წარმატება ჩვენი მისიაა“.

Scroll to Top