ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარება

2019 წლის პირველ კვარტალში C-team- მა ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების ორი მნიშვნელოვანი ფაზა განახორციელა:

1) ბიზნეს პროცესების დეტალური ანალიზის საფუძველზე გაიწერა კომპანიების რესურსების და შესაძლებლობების ოპტიმალური გამოყენებისაკენ მიმართული ბიზნეს პროცესები. ოპტიმალური ბიზნეს პროცესი უზრუნველყოფს კომპანიის დროითი და ადამიანური რესურსების სწორ გადანაწილებას, პროდუქტიულობის ამაღლებას, ადმინისტრაციული რისკების მინიმუმამდე დაყვანას, რაც საბოლოოდ განაპირობებს კომპანიისათვის მოგების მაქსიმიზაციას.

2) ასევე დასრულდა თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულზე ინდივიდუალურად ჩაშლილი საკვანძო ინდიკატორების სისტემისა (KPI) და სამოტივაციო სისტემის შემუშავების პროცესი.

დღეისათვის C-team-ის გუნდი აქტიურად მუშაობს პროცესებისა და ინდიკატორების დანერგვაზე. პროექტის დასრულების შემდეგ კომპანიაში იქნება მართვის, კონტროლის და რეპორტინგის სისტემა, რისი საშუალებითაც მენეჯმენტი შეძლებს ასობით თანამშრომლის საქმიანობა გახადოს გაზომვადი და ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების მიღწევაზე ორიენტირებული.

  

Scroll to Top