პროექტის მიზანs წარმოადგენდა: მისიისა და სტრატეგიული მიზნების განახლება-დაკონკრეტება, საკვანძო ინდიკატორების (KPI- Key Performance Indicators), სამოტივაციო სისტემის, რეპორტინგის სისტემისა და კომპანიაში ბიზნეს პროცესების მართვის სისტემის შემუშავება.
მიმდინარე
დასრულებული
პროექტის მიმდინარეობა
01
დიაგნოსტიკა
ორგანიზაციული სტრუქტურის, შიდა რესურსების და შესაძლებლობების ანალიზი
02
სტრატეგია
მმართველ გუნდთან ერთად ორგანიზაციის სტრატეგიული გეგმის შემუშავება
03
ოპტიმიზაცია
To Be პროცესების მოდელირება და ორგანიზაციული სტრუქტურის ოპტიმირება
06
Soft
ტექნიკური დავალების და იმპლემენტაციის გეგმის შემუშავება
05
რეპორტინგი
შემუშავებული ინდიკატორების ბაზაზე რეპორტინგის სისტემის განვითარება
04
ინდიკატორები
ინდიკატორების, შეფასების და სამოტივაციო სისტემის განვითარება
შედეგად:
შემუშავებულია ორგანიზაციული სახელმძღვანელო, რომელიც დეტალურად აღწერს თანამშრომელთა საქმიანობებს, პასუხისმგებლობებსა და უფლებამოსილებებს;
ორგანიზაციას აქვს მმართველ გუნდში შეთანხმებული და მკაფიოდ ჩამოყალიბებული გრძელვადიანი სტრატეგია. სტრატეგიული მიზნები კონკრეტული ვადებითა და პასუხისმგებელი პირებით ასახულია სამოქმედი გეგმაში;
დანერგილია ინდიკატორების შესრულების, კონტროლის, შეფასებისა და რეპორტინგის სისტემა, რომელიც კომპანიის მენეჯმენტს საშუალებას აძლევს თანამშრომლის საქმიანობა გახადოს გაზომვადი და ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების მიღწევაზე ორიენტირებული;
თითოეულმა თანამშრომელმა იცის, თუ რა არის მისი საქმიანობის მიზანი და გააზრებული აქვს, რომ ეს მიზანი არა აბსტრაქტული, არამედ ციფრებში გაზომვადია;
თანამშრომლებმა იციან, თუ რა მიზნობრივ მაჩვენებლებს უნდა მიაღწიონ საანგარიშო პერიოდის ბოლოს. შედეგად, მათი შეფასება და „წახალისება/დასჯა“ დამოკიდებულია შეთანხმებული მიზნობრივი მაჩვენებლის შესრულება/შეუსრულებლობაზე;
კომპანიის მმართველ გუნდთად ერთად ამორჩეულია 5 საკვანძო პროცესი, რომელიც დეტალურად გაანალიზდა, იდენტიფიცირდა ოპტიმიზაციის შესაძლებლობები და მოდელირდა To be პროცესებად. ასევე, გაიწერა სამოქმედო გეგმა ოპტიმალური პროცესების დანერგვისთვის.